[usernames]'s blogs

D a V i T
34, Tbilisi, Georgia

 არასდროს აგვიანებს „სვიდანიებზე“;
ყოველთვის მოვლილია: ბანაობს და იშორებს ჭარბ თმას; (სავალდებულო)
სახეზე არ უსვია 2 ტონა ტონალური;
არ ხმარობს მყვირალა ფერის პომადას;
არ აცვია ყანის მთოხვნელის ან მეჩაიეს ზმანი; (სავალდებულო)
არ ლაპარაკობს ძმობაზე, ერთობაზე, ჭამაზე, სმაზე, დარტყმაზე და იმაზე, რომ ქურდებს პატივს სცემს;
არ ლაპარაკობს პოლიტიკაზე; (სავალდებულო)
არ უყურებს ტელევიზორს და მითუმეტეს რუსულ არხებს; (სავალდებულო)
არ ურტყავს რბილ ან მაგარ „ლ“-ებს; (სავალდებულო)
არ ოცნებობს რომ გათხოვდეს და ქმარმა არჩინოს;
არ ელოდება შავ ლიმუზინიან „ბიზმესმენს“;
წაკითხული აქვს 3 წიგნზე მეტი; (სავალდებულო)
ფლობს ერთ უცხო და ერთ მშობლიურ ენას მაინც;
ჭამის დროს პირს არ აწკლაპუნებს; (სავალდებულო)
არ ფიქრობს, რომ „გასაწყვეტები არიან კაცები“ (იფიქროს, ჩვენს იქით გზა არ აქვს)
არ ეთაკილება მუშაობა; (ცემენტის მეშოკების გადმოტვირთვას არ…


15.01.2011

 ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა,
ისეთი იყო, აგიხსნა როგორ,
მოგონილია მასთან ჯოკონდა.
გაქვავებული ჭაბუკნი იდგნენ,
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ,
მიშტერებოდნენ იმ ლამაზ გოგოს და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი.
ბოლოს და ბოლოს ერთმა მათგანმა იმ გაქვავებულ ჭაბუკთა შორის,
ძლივს ამოღერღა სხვების მაგივრად:
"მტრისას ასეთი ლამაზი ცოლი


11.04.2011


 






 სიყვარულის 10 მცნება:

1.თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე, რომ არავის წაართვა.
2.სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3.სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისგან განუკურნავია.
4.არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5.ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6.სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგინდება დაიწყო და დაამთავრო.
7.ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8.სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9.სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10.თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...
 


 ეს ის ქვეყანაა სადაც დედის გინებისთვის კაცს კლავენ და თვითონ კი არ აკლებდენ.
სადაც არ იციან, მაგრამ პატივს სცემენ ისტორიას. რადგან ისტორიის ცოდნა არაა მთავარი, მთავარია ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდე სუფრასთან სამშობლოზე, რომ აღმაშენებელი შენთან შედარებით მონაგონი იყოს.
სადაც მიღებულია, რომ საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალო.
სადაც სიტყვით ლომი და საქმით არაფერი უნდა იყო, უნდა გინდოდეს კარგი ცხოვრება მაგრამ უნდა გეზარებოდეს ხელის განძრევა.
სადაც უნდა იცოდე გეგმების დაწყობა, რომ შენ ამისგან გააკეთებ!
სადაც აუცილებელია იყო ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი.
სადაც გენეტიკაში აქვთ ნებისმიერი წესის დარღვევა (წითელზე გავლა, ქუჩაზე იქ გადასვლა სადაც გადასასვლელი არაა, ნაგვის ქუჩაში დაყრა, დიდი ოდენობით ნერწყვის გამოყოფა ფურთხის სახით,)
სადაც უნდა იყო მაგარი უბანში, ძმაკაცებისთვის ყველაფრის გამკეთებელი,…


ღამე ფანტასტიური დროა…მან ყველაზე ყველაფერი იცის….იცის სიმართლე…ვის ვინ უყვარს…ვინ ვის სძულს…. ვინ მოკვდება მალე…ვინ ვისთან წევს… და ვინ ვისთან უბრალოდ წევს…
ღამეს ვერაფერს გამოაპარებ….ღამემ იცის რაზე ფიქრობ….რა გტკივა…რა გიხარია…

დღისით შეგიძლია რამდენიც გინდა იცინო,მაგრამ ღამე….ღამე მაინც გეტირება….
ღამე ძალიან ბევრ რამეს გვპატიობს….მას სძულს სიყალბე...

ზუსტად ღამეა ის,რაც გვჩუქნის სიმარტოვის შეგრძნებას,თუნდაც სახლში სხვა ადამიანებიც ცხოვრობდნენ…
ზუსტად ღამეა ის, რაც მარტოობას გაგრძნობინებს,თუნდაც შენს ლოგინში ვინმე იწვეს….

ღამე….სასწაულია….ზღაპრების და ლეგენდების დროა….შავი კატაა ,რომელიც შესანიშნავად ხედავს სიბნელეში ვინ ვინ არის და რად ღირს…


ღამე ხიდია ,რომელიც აუცილებლად მთავრდება ხვალ და იწყება ახალი დღე…დღე,რომელიც გვიხარია,რადგან მისი მოტყუება შეგვიძლია….დღე,რომელიც ახალ ღამეს მოიტანს….ღამეს,რომელმაც ყველაზე ყველაფერი იცის….
 


07.02.2011

 ცხოვრება ფეხებზე არ დაიკიდო, თორე აუცილებლად სამაგიეროს გადაგიხდის ამის გამო!!!

ისე არ მოიქცე, რომ შენი თავი შენ თვითონ შეგზიზღდეს და სურვილიც აღარ გქონდეს რამის შეცვლის!!!

მოძებნე შენი გზა! სხვის გზებს ნუ დაყვები და შენი ნუ გგონია!!!



ხო და კიდე.. ესეც მინდა რომ იცოდე…

რა მინდა ყველაზე მეტად?!

მინდა ბედნიერი იყო!!!

ოღონდ ისეთი ბედნიერი კი არა, რაღაც მომენტში რომ ყველაფერს ივიწყებ, ფეხებზე იკიდებ და გგონია ბედნიერი ხარ...

არა!

მინდა იპოვო შენი გზა და ისიც გახსოვდეს, რომ გზა ძალიან დიდია… გრძელი…

შენს გზას ვერ იპოვი ვერც ქუჩებში და ვერც სახლის კუთხეებში…

გზა უფრო გრძელია და უფრო შორს მიდის!….
...............
მეძვირფასებოდი...
გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს...


03.05.2011

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს.
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად
გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ,
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,

და ენძელებიც იქცნენ იებად
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაპერი ხომ შეიძლება.
ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე
და გულმა მაინც წყევლა ისურვოს,

ხომ შეიძლება სძულდე ვიგაცას
შენ კი ვერა და ვერ შეიძულო.
ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე,
მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო,

ასე ხომ ხდება?- უყვარდე ვინმეს,
შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო.

 


20.10.2010

 ოხ რა სახეა
და რა ტანია
დიდხანს გიცქირო
მინდა ძალიან
დროს ვნახავ გიმზერ
შენ კი სულ მიცქერ
რა ლამაზი ხარ
ხუთიანს გიწერ
კარგი გოგო ხარ
მაგრად მომწონხარ
კოცნას გიგზავნი
ნეტა როგორ ხარ?


19.06.2010

არ ვიცი, არის თუ არა სოხუმში
ვიწრო ქუჩები, ან რომელ ბაღშია
უფრო ხშირი იასამანი.
რა ფერია ზღვა და თუ აგროვებს
ვინმე ფერად კენჭებს.
არ ვიცი რომელ ფანჯარაში ცხოვრობს
ლამაზი ქალი და არ დამითვლია
აივნიანი სახლები.
არ ვყოფილვარ მოხუცის სტუმარი,
სევდიანი მოგონებები, მაგნოლიები
და ფორთოხლის ბაღი რომ აქვს
ეზოში. რამდენი ნაბიჯია
ჩემიდან ზღვამდე...…
არ მინახავს აფხაზეთი და
ვერ ვწერ საქართველოზე...
არავის მიმიმსგავსებიხარ და
არ გამხსენებია შენი მიხვრა_მოხვრა,
ხეტიალისას.
ვიცი ხშირად წვიმს და ნაწვიმარზე...
ფორთოხლის ბაღი და
შილიფად ჩაცმულს შეგხვდე მეზობელ
ქუჩაზე, მინდა.
არ დამითვლია აივნიანი სახლები.
.….….
უნდა ვნახო აფხაზეთი!
სანამ ნაწვიმარზე, ქართული სისხლის
სუნი ასდის აფხაზურ მიწას...

 


19.06.2010

გთხოვ, გამაცოცხლო, სიყვარულო,
გარდავიცვალე...
და ორწყალშუა დარჩენილი
მკვდარი თევზი ვარ...
ბევრი მიშალეს სიყვარული,
არ დავიშალე!
უსიყვარულოდ სამყაროსთვის
როგორ მემზირა...

მე დავიკარგე,
დამავიწყდა შენი ანბანი,
უფალმა უწყის,
არასოდეს არ მასვენებდა...
გადამაფარე
გადახდილი ძილში საბანი,
და დრო მომეცი
იმ ანბანის გასახსენებლად.
 


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes