[usernames]'s blogs

D a V i T
34, Tbilisi, Georgia

09.06.2010

კლეოპატრა, ნეფერტიტი

დედოფალი მარგო,

ყველა ქალი,

ვისაც ბედმა დედოფლობა არგო,

შენს შარმსა და სილამაზეს

ინატრებდნენ კარგო,

მაგრამ ღმერთმა სილამაზე


მხოლოდ შენ ერთს გარგო!!
 
 


21.05.2010

გოგონას ჩასძინებია,ტუჩები ჩემსკენ ექნაო.
მივეპარე და ვაკოცე,აბა რა უნდა მექნაო?
გამოეღვიდძა გაბრაზდა,ერთი ამბავი შექმნაო,
ეგ ერთი მარტო რას კმარა,სხვარამეც უნდა გექნაო...
 


ქალია დილა,

მიწა — ქალი

საღამო — ქალი...

წვიმა ქალია...

ყველაფერი

ქალივით მიყვარს...

და როცა ვინმე

ჩემზე უკეთ

ადიდებს დილას, — ასე მგონია:

მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს
 


06.05.2010

ბროწეულის ყვავილივით ლამაზი ხარ,წმინდა,
იქნებ მზის სხივს ჩამოყევი
ლაჟვარდოვან ციდან?
იქნებ მთვარის ავსება ხარ,
გათენება დღისა?
თავანკარა ნაკადული,
მორაკრაკე მთისა?
ქარიშხალის ამოვარდნა?
შეგადარო ვისა?გისურვებდი უხვად
გქონდეს,შენ წყალობა ღვთისა!
 


15.04.2010

 ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ მოიყარა თავი.
სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო....
დაიწყეს დამალობანას თამაში. სიმართლე არ დაიმალა-მაინც
მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა,
სინამდვილე-ოკეანეში,სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა,
თავისუფლება ნიავს ამოეფარა....
სიკეთე დიდხანს სხვას უთმობდა ადგილს,.
რწმენა ცაში მიიმალა....
სიყვარული სადაც მივიდა ყველა ადგილი დაქავებული იყო...
ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და დაიმალა...
დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა,.....
ყველა იპოვა სიყვრულის გარდა....
ბოლოს კი ვარდის ბუჩქი გადასწია და...
ყვირილის ხმა გაიგონა.....თურმე სიყვარულს ეკლებზე
თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო......
მას შემდეგ დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს...


 უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.


15.04.2010

ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.

დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე,
და იმედებიც ჩემთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება...
 


15.04.2010

ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,
შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით,ტუჩებით, ალერსით,მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით,
მხრებით,მკლავებით,თვალებით,ყელით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჭორით,ოცნებით,იჭვნეულ სენით,
ტყუილით,მართლით,ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით,პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულო შენით
  


15.04.2010

 სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ სიყვარულით შეგიძლია იყო ამაყი,
თუ შეგიძლია შეყვარება-ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან


15.04.2010

საქართველოში ლამაზს რა დალევს,
ლამაზი ქალი ქვეყნის თვალია,
ყველაზე კარგი და საოცარი საქართველოში მაინც ქალია!
ქართველ ქალებში ლამაზს რა დალევს,
მათში ლამაზი მჯობნის მჯობნია,
შენ გაგიმარჯოს ლამაზო ქალო,
შენთვის ვერავის ვერ უმჯობნია
 


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes