03.05.2011
...
34, Tbilisi, Georgia

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს.
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად
გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ,
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,

და ენძელებიც იქცნენ იებად
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაპერი ხომ შეიძლება.
ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე
და გულმა მაინც წყევლა ისურვოს,

ხომ შეიძლება სძულდე ვიგაცას
შენ კი ვერა და ვერ შეიძულო.
ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე,
მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო,

ასე ხომ ხდება?- უყვარდე ვინმეს,
შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო.

 

4 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes