წმინდა ვალენტინის დღე
41, Tbilisi, Georgia

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღეკათოლიკური დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება. ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიებში ეს დღე წმ. ვალენტინისხსენების დღეა.

ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენდა ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს.

უამრავი ისტორია მოგვისმენია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. გთავაზობთ Wikipedia–ში მოყვანილ სტატიას, რომელმაც გარკვეულწილად მეც შემაცვლევინა აზრი ამ დღესთან დაკავშირებით (ა.გ)

ისტორია

ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს ძველი რომიდან იღებს

ლუპერკალია - ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნასადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული იყო. ეს დღე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia-დღეს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს მიერეკებოდნენ ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი მამაკაცები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს ცემდნენ. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახლდათ რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ; ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო.

494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რა დგან ხალხი 1 თებერვალს სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.

ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი; ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა. ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს

თანამედროვეობა

1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ვალენტინებს. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუპერკალიის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს.

მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა.


P.S. მართალია დღესასწაული კათოლიკურია, მაგრამ შეყვარებულთან ერთად სასიამოვნო საღამოს გასატარებლად როგორც რუსები იტყვიან "лишний повод не помешает" :)

წყარო: www.Wikipedia.org

256 skatījumu
 
komentāri
Aleko 15.02.2013

მადლობა ლინკებისთვის, მაგრამ შეგონებები არ მჭირდება.

teo999 14.02.2014

kii yvelaperi gasagebia atasi gadmocemebi arsebobs magam me mainc vpiqrob rom am dges mainc axsendebat xalxs ertmaneti da gixaria roca grdznob vigacas axsovxaar ))))aranairad ar vtvli qrisrianulad magram amashi cudi araferi araa ) tu ermanets gansakutrebulad mivulocavt)

Aleko Aleko 14.02.2014

რატომ ერთმანეთი? ეს ზოგადად სიყვარულის დღე კი არა წყვილების დღეა და თუ მხოლოდ დღეს ახსენდები, ვერაფერი ნუგეშია

krakro 15.02.2014

siyvarulis sazeimod 14 tebervals ver davelodebiiii.......xo gamicherda guliiiii.........

Aleko Aleko 15.02.2014

*THUMBS UP*

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes