[usernames]'s blogs

Aleko
41, Tbilisi, Georgia

01.04.2012

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.


წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღეკათოლიკური დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება. ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიებში ეს დღე წმ. ვალენტინისხსენების დღეა.

ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენდა ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს.

უამრავი ისტორია მოგვისმენია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. გთავაზობთ Wikipedia–ში მოყვანილ სტატიას, რომელმაც გარკვეულწილად მეც შემაცვლევინა აზრი ამ დღესთან დაკავშირებით (ა.გ)

ისტორია

ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს ძველი რომიდან იღებს

ლუპერკალია - ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნასადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული იყო. ეს დღე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia-დღეს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა…


ჩაკ ნორისს შეუძლია წყალზე გაიაროს და მიწაზე იცუროს.

ჩაკ ნორისს შეუძლია წამალი ცუდად გახადოს.

მხოლოდ ჩაკ ნორისს ჰყავს ნანახი ტომი და ჯეტის გმირი ქალი წელს ზევით.

ჩაკ ნოროსი სარეცხს არ რეცხავს ისინი თვითონ სველდებიან შიშისგან.

მარტო ჩაკ ნორის შეუძლია ბრუნავი კარის მოჯახუნება .

ჩაკ ნორის შეუძლია მაილით მავაშიგერი გააგზავნოს.

ჩაკ ნორისს შეუძლია ვირით ხეზე ავიდეს.

მკვდარი ზღვა ჩაკ ნორისის მოკლულია.

ჩაკ ნორისს შეუძლია მზის საათი გადაწიოს.

ჩაკ ნორისს შეუძლია ლავა დაადნოს.

როდესაც ჩაკ ნორისი ოთახში შედის, შუქს კი არ ანთებს, არამედ სიბნელეს თიშავს.

ჩაკ ნორისს შეუძლია თევზი წყალში დაახრჩოს…


08.03.2012

ლამაზი დილის მეპატრონევ,
დილაზე ლამაზო ქალბატონო!
არ გინდათ, რითმაზე გაბრაზებულს,
მეც გყავდეთ მოსავლელ-საპატრონო?
არც ყავას მოვითხოვ ალიონზე,
არც ჩაის არა ვსვამ უთენია.
მეც ვატყობ, მაგ თვალებს, სადილაოს,
ჩემსავით უკუნი უთევია!
ტრაბახი მომინდა, უპატრონო!
დილაზე ლამაზო ქალბატონო!
რომ თქვენ, ცის ნამზე შეყვარებულს -
მეც გყავართ ლექსივით საპატრონო.


22.01.2012

გენატრება ვინმე? – დაურეკე!
გინდა ნახო? – დაპატიჟე!
გსურს გაგიგონ? – ახსენი.
კითხვები გაქვს? – დასვი.
არ მოგწონს? – თქვი.
მოგწონს? – დააფიქსირე.
ნატრობ რამეს? – ითხოვე.
არავინ იცის რა ხდება შენს თავში. სჯობს გამოხატო, ვიდრე ელოდო.
... თუ უკვე გიპასუხეს “არა” – მაშინ გარისკე, რათა მიიღო “კი”.
ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს!!!!


12.11.2011

ვერ დავიკვეხნი, რომ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, მაგრამ მშვიდად ვარ იმ ადამიანების გზად ჩამოტოვების შედეგად, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ თავიანთი თავისგან და მეც მიშლიან ხელს, ყველაზე მეტად კი საკუთარ თავს.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ ესმით რა იპოვეს, ან დაკარგეს, არ ესმით რომ სიცოცხლე მალე მთავრდება და არ ესმით რა ბედნიერები არიან მაშინ, როცა თავი ყველაზე უბედურები ჰგონიათ. არ ესმით, რომ მათი აწონილ-დაწონილი და გამიზნული სიტყვები ყველაზე მძიმე შედეგს იმკის, არ ესმით რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრით ეგოისტდებიან და ამით ნელ-ნელა მშორდებიან, მშორდებიან და სიყვარულიც ერთ ძველ მოგონებად იქცევა.
დაე, იყვნენ მიტოვებულნი მოგონებებშიც!:)მე ძალიან კარგად ვარ ვოტ:))



უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად…
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფვა;
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია!
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ!
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია,
იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ?
ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით;
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა,


ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო"


ყივჩაღეთ იყო....
ქალი მოვიტაცე.
ცხენზე შემოვიგდე, დედალი ავაზა.
ტანი დაყურსული
გავშხვართე უნაგირზე,
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.
ხტოდნენ ატეხილი, ავხორცი მუხლები.
და თვითონ ნადირი გავხდი, მე ნადირი.
კოცნა-კბენა იყო,
ალერსი-დანა,
მუცელი გაზნექილი
პირით გადავღადრე,
და მარჯვენა ნაპირიდან,
ქალი გაფატრული
ვესროლე მდინარეს.
სიგიჟის წვეთი
ცხენს მოხვდა საფეთქელში,
ცეცხლი წაეკიდა უნალო ფლოქვებში
და თითქო დაკოდილი
გავარდა ჭენებით.
მე სისხლის ყივილი,
მოღუშულ სივრცეებს,
მათრახათ გადავკარი!
... ეს იყო ყივჩაღეთ,
ვეფხობის თვეში


← iepriekšējā 1 2 3 4 nākamā
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes