[usernames]'s blogs

vassss
35, Tbilisi, Georgia

ჩემი თუ არ გჯერათ თავად იხილეთ, სასწაულებს აკეთებენ გიტარაზე...

თვალის გაყოკებასაც ვერ ვასწრებ, როგორ ამოძრავებენ თითებს !...
აა , თქვენც მეთანხმებით?, კარგია ხოომ?
რაას მელაპარაკებით..
ვუსმენ და მსიამოვნებს, მაჟრიალებს, ამავე დროს ჩემი თავის მრცხვენია და რატომ იციით? რატომ და, იმის მაგივრად რომ ჩემს მტვერდადებულ გიტარას ხელი მოვკიდო და დღე და ღამე გავათენო მეცადინეობაში, გადავიტყავო თითები ერთის და შეხედვით "აუღებელი" აკორდების აღებაში, ვზივარ და ასეთ რამეს ვფიქრობ : "აუ რამდენ გოგოს დავკერავდი ასე, რომ ვუკრავდე.." უფრო სწორად კი არ ვფიქრობ, ვოცნებობ...
გვიშველის ვითომ ბიძინა? !!
P.S
არც მე მაქვს ერთი ხელი და არც მამა-შვილ ბაღაშვილს სამ-სამი...


ათოვდა ნაძვებს, ბუხარი ენთო,

ბიჭი და გოგო ნაძვისხეს რთავდა.
ღვინის ბოთლს აკლდა სულ ორი ჭიქა,
შოორს.., ტყეში ხის სახლს სტუმრები ჰყავდა.

ეფერებოდნენ თვალებს თვალები,
უსიტყვოდ, ჩუმად ამბობდნენ სათქმელს..
მერე თორმეტჯერ ჩამოჰკრა ზარმა,
ახალი წელი მოადგა სარკმელს.

ღვინის ბოთლს ცოტა მოაკლდა კიდევ,
ისმოდა მხოლოდ გულების ცემა,
ორივეს ჰქონდა ოცნება ერთი -
იმ ერთი წამის ათასწლად ქცევა.

მერე გიტარას შეერხა სიმი,
და გადაიქცა აკორდად გრძნობა,
ბუხარი ენთო. ათბობდა ოთახს-
ასრულებული ოცნებით ტკბობა..

წამით გახევდნენ ჩრდილები ტყეში,
დროც არ ჩქარობდა - უკვირდა თვითონ,
გოგოს სინაზით თვრებოდა ბიჭი,
არადა ბოთლში გათავდა ღვინო..

საკვამურიდან დიოდა კვამლი,
სხვენში კი სთვლემდა ჩიტი ღაბუა,
ბარდნიდა ტყეში, და მოდიოდა
სადღაც შორიდან თოვლის ბაბუა ...


დიალოგი მეორე მე-სთან
(ცოტათი იუმორესკა :) )


-არ ეშვები ხომ, ლექსების წერას?
პოეტობა მომინდომა ბიჭმა..
მომიყევი აბა ჩვენს თავს რა ხდება
აგაბორგა გრძნობებმა და ნიჭმა?

-რა გაცინებს? მე სულ არ მეცინება,
მონატრებამ ამირია გზები,
შენ ეს მგონი საერთოდ არ გადარდებს,
მიყურებ და თან სიცილით კვდები..

-ეგ მეც ვიცი - სიყვარული გვწვევია,
მერე რატომ ვიშვიშებ და ტირი?
მაგისათვის ჩამოყარე ყურები?
მაგისათვის ჩამოუშვი ცხვირი?

-აბა რა ვქნა, ისე შორ-შორს დაფრინავს...
ისე მკაცრად დაიჭირა თავი,
კი ვიცოდი, ერთად როდის გინახავს?
არც არასდროს - ბულბული და ყვავი.

-ვერ გავიგე რა გჭირს, რა გემართება?
გიპოვია ოცნება და ჩივი?
უოცნებოდ სულელები კვდებიან,
უოცნებოდ ს ი ც ო ც ხ ლ ე ა ცივი.

-კი ვიპოვე, მაგრამ პოვნა რას შველის?
ან რად მინდა ბოლოს თუ არ ახდა?
რა უღმერთოდ მენატრება…


ერთი ლექტორი გვყავდა - რიჩარდ მეგრელიშვილი, უსაყვარლესი და უკეთილშობილესი ადამიანი. ერთხელ ასეთი რამ გვითხრა : ”ადანიანი ორ რამეში არ უნდა შეცდეს - პირველი პროფესისას, რომ ირჩევს, და მეორე - მეუღლეს”-ო.
იური ნიკულინისთვის უკითხავთ ”თქვენი აზრით რა არის ბედნიერება?”-ო, ნიკულინს, მარტივი და გენიალური პასუხი მიუცია : ” როდესაც სამსახურში მიდიხარ და გიხარია და სამსახურიდან შინ ბრუნდები და ეგეც გიხარია, ”-ო.
კარიერა და ოჯახი, მთავარი როლის შემსრულებლები ”ფილმში” - ”ჩვენი ბედნიერება”.
თუ სამსახურიდან გამოსულს, იმის განცდა არ გახარებს, რომ შენს უსაყვარლეს ადამიანებს ნახავ (დედას, მამას, დედმამიშვილს, მეუღლეს, შვილს..), თუ არ იცი, რომ ვიღაც გელოდება მიუხედავად იმისა, თუ რა დროს დაბრუნდები,თუ სახლში…



********************************************************************
დეკანატში დაგვიბარეს.
მორიდებით დავაკაკუნეთ.
-შემოდით.
ოთახში შევედით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილებივით ავიტუზეთ კედელთან . დეკანმა სათვალე მოიხსნა, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და სათითაოდ შეგვათვალიერა, დასხედითო არ უთქვამს.
-ჰმ, შესანიშნავი შვიდეული, რამხელა პატივია ჩემთვის თქვენი ხილვა - მისი ირონიის შემხედვარეებს, მეც და ალბათ ჩემს მეგობრებსაც ერთნაირმა აზრმა გაგვიელვა თავში მაგრამ, უხერხულად შევიშმუშნეთ მხოლოდ და მხოლოდ... მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა
-რატომ აბარებდით საერთოდ? მე თქვენი ფუნქცია ვერ გავიგე, უმიზნო, უინტერესო და არაფნის მაქნისი, წყალწაღებული ახალგაზდრები, არა თქვენ კარგი მაგრამ შენ რა გჭირს ჭიჭინაძე შენ?? რაც ამათ ჯგუფში გადმოხვედი ვეღარ გცნობ, შენზეა ნათქვამი - ”ხარი ხართან დააბიო.. ”
-ან ზნეს იცვლის ან ფერსოო…






COOMING SOON ;) :)))




მანამ კი აი ამას მოუსმინეთ, თუ გინდათ - http://www.youtube.com/watch?v=0FFbolor4Sc&feature=related ;)


მშვენიერი ამინდია დღეს, თან კვირაა...

მუსიკას ვუსმენ მობილურით, ("ნაუშნიკი" როგორაა ქართულად იცით ვინმემ?) ბოლო ხმაზე მაქვს აწეული... (Louis Armstrong - What A Wonderful World )

ცოტა ლუდი, ცოტა სიგარეტი...

ვიცი რომ ამწუთას, სადღაც, რომელიღაც ლამაზი ქალი ჩემს ჩანაწერს კითხულობს, არ აქვს მნიშვნელობა მოეწონება თუ არა, ხომ კითხულობს ... : )

ხვალ თეატრში მივდივარ...

....

ცხოვრება მშვენიერია... ;)





გოგოვ ჩაგხედე თვალებში,

დ ათავს დამესხა რეტია,

მაგ შენისახის სიტურფე

ლალ - მარგალიტზეცმეტია.

რად გაჩნდი ასელამაზი,

ან რად შამამხვდი შარადა ?!..

მას უკან რაც შენ გიხილე,

მზეც მეჩვენება შავადა.

ნეტავ შინ არც დამხვედროდი,

სტუმარ რომმოველ კარადა,

ან მე რაწერაშამიჩნდა

რატომ არ დავრჩი ბარადა.

მაინც რაბედად შამამხვდი,

რად დამიბნელე თვალია

შენმა გამზრდელმა უნდა თქვას:

"აკი გავზარდე ქალია".

ღმერთო, მაღალო ,განაგე,

ქვეყნის ცოდვა და ბრალია.

თუ ჰბადებ, გზანიც მასწავლე,

ვიპოვნო ტურფა ქალია,

ბუნება ხარობს რომ ხედავს,

მაგთვალ-წარბს ,საროს ტანსაო

სალი კლდეებიც უხდიან.

შენს სილამაზეს ხარკსაო..

იცოდე ვეღარ მავითმენ

ამდენს ტანჯვას და ზარსაო,

და მოგიტაცებ წაქგიყვან,

შაგაცვლევინებ მხარსაო...

არ ვიცი თავს რით ვუშველო,

რით გავიქარწყლო…


დილიდანვე ძალიან ცხელოდა დღეს. კონდინციონერიც გაფუჭბულია. გააღებ ფანჯარას და კარს - მტვერი გახრჩობს, დახურავ - უჰაერობა.
საშინლად მოთენთილები ვისხედით, ჩვენ-ჩვენს მაგიდებთან და, ვთვლემდით.
უცბად კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა, ნაყინით სავსე, ორი მოზრდილი პარკით ხელში.
-აუუ ალეექს მაგარი კაცი ხაარ, საღოოოლ - ტაშით, შტვენით და ოვაციებით მივეგებეთ ალექსს (ხელმძღვანელობა ბათუმშია წასული ორი დღით :) :)
...
ველისციხის ქუჩა გამახსენდა, იქ გავატარე ბავშვობის ნაწილი.
ზაფხულის ცხელ დღეებში, შუადღის საათებში, გარეთ არ გვიშვებდნენ მშობლები , ვისხედით სახლებში უბნის ბავშვები და ყურდაცქვეტილები ველოდებოდით ორი საათის მოსვლას, ზუსტად ამ დროს გაისმოდა ხოლმე ქურთი ჟორას ხრინწიანი ხმა - ”მაააროჟნი მააროჟნეე”. მოდიოდა და მოაგორებთა…


ჩემი ყველაზე კარგი ჩანაწერი ...

ყველაზე კარგი ალბათ იმიტომ , რომ ჩემი დაწერილი არ არის... :))


აფერადდები ფოთოლო,

შემოდგომისა ფერებით,

მე კი აგიყვან ხელში და

ჩიტივით მოგეფერები.


ვერ გაგიმეტებ ტიალო,

აგრე ლამაზს და ჯიშიანს,

წაგიყვან დაგაბინავებ

ვაჟა-ფშაველას .........


გამარჯვებულს გადაეცემა ერთი შეკვრა ლუდი "ზედადზენი" ან 50 ცალი ნაყინი "ბარამბო"

(სურვილის მიხედვით)

:) ;)))))))))))))))))))))))))


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes