[usernames]'s blogs

cisiaa
34, Tbilisi, Georgia

ნუ ითამაშებ, როცა მე გულწრფელი ვარ




ძლიერი ის არარის ვინც არასდროს დაცემულა, ძლიერი ისაა ვინც დაეცა და ამის შემდეგ ადგა!


არსებობენ ადამიანები , რომლებსაც არ მიწერ , არ დაურეკავ , არ დაელაპარაკები , მაგრამ შენთვის ისინი მაინც ყველაზე ძვირფას ადამიანებად დარჩებიან



რა მარტო არის თურმე ადამიანი:(


სანამ შეაფასებდე ჩემს ცხოვრებას ან ხასიათს, ჩაიცვი ჩემი ფეხსაცმელი, გაიარე ჩემი განვლილი გზა, განიცადე ჩემი ტკივილი, ჩემი ეჭვი, ჩემი სიცილი, იცხოვრე ის წლები რაც მე ვიცხოვრე, წაიქეცი იქ სადაც მე წავქცეულვარ, წამოდექი ისე როგორც მე წამომდგარვარ .



უნდა შეგეძლოს, მოსაწყენი წიგნის დახურვა , ცუდი ფილმიდან წამოსვლა და ურთიერთობების გაწყვეტა ადამიანებთან რომლებიც სათანადოდ არ გაფასებენ ..


მოდი…


*** დამღალა იმან,რომ სულ მე უნდა მტკიოდეს..სულ მე უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან..სულ მე უნდა დამენგრეს თავზე ყველაფერი..ხანდახან,ღიმილით გავდივარ საკუთარი თავიდან და ზემოდან დავცქერი უსუსურ,დაღლილ "მე”-ს რომელსაც ძალიან უნდა სჯეროდეს,რომ ცოცხალია .


***"ეს შეუძლებლია"- თქვა მიზეზმა.
"ეს უაზრობაა"- აღნიშნა გამოცდილებამ.
"ეს უსარგებლოა"- უარყოფდა სიამაყე.
"სცადე"- წაიჩურჩულა ოცნებამ...

***როგორ ისაკუთრებს იზას ქალწულობას მეთიუს სხეული.
კვერცხს წვავს ტაფაზე და თითქოს ამ ორთქლზე გონება თბებოდა
მაინც ტკივა,რომ მისი სხეულის მეორე ნაწილი ,მის თვალწინ სხვისდება.

***გუშინ გამოვწრუპეთ ვისკის ბოლო წვეთი,-ტუმბლერიდან.
დაქანცულ სხეულზე, ბოლო ფერებისგან შემომაცვდი.
ყელში ამოვიდა ყოველ დღე ეკრანზე სცენები ბატალური
ამიტომ შევიჩვიეთ, ერთგვარი პლატონური სუიციდი.

***ცოცხალი ვარ და გული არ მიძგერს ..

***ცხოვრებაზე მეტი ხარ . სიცოცხლეზე ძვირფასი . გულზე მძიმე და სულზე ლამაზი ...

***ყოველთვის…


02.01.2012

ეცადეთ მიყიდოთ ლამაზ სიტყვებად.
სეილია.
გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ
შემიშურეთ და მიმატოვეთ.
დამანახეთ ადამიანები!
ფიტულები უკვე დავინახე...
შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე.
შემომფიცეთ მეგობრობა და გამყიდეთ.
ძვირი არ ვღირვარ.
სულ რაღაც,ერთი ადამიანი!


ადრე, თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,

თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო რამდენი...

ადრე, თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,
გოდებით...
მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას,
ნუ დავამძიმებთ,
უგუნური,
მძიმე ცოდვებით!!!


შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზემეტი,
ზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა_ მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
თვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი დამემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგმაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვიპდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს _ ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც _ ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ…


14.12.2013

გთხოვ მაპატიე შენს ცხოვრებას თუ ვერ მოვუხდი,
საოცარია, უჩემოდაც გიღიმის სახე...
ვინც გათენებას დაგიმშვენებს ქედსაც მოვუხრი,
იცოდეს ღმერთმა, ბედნიერი მსურდა მენახე.

გთხოვ მაპატიე, ვერ დაგატყვე საჩემო ეშხი
და სიყვარულში წაგებული ვანარცხებ ფარ-ხმალს,
ვერ მოგიკალი წყურვილები პატარა პეშვით,
გლოცავ, იქ წადი, სადაც ნამდვილ სიყვარულს ნახავ.

დამფრთხალ ჩიტივით მიფართხალებს დაღლილი მკერდი,
გულის ტკივილი, მგონი გულშიც ვერ ჩავატიე,
ნუ გამიწყრები, ვერ შევძელი ამაზე მეტი,
რომ ვერ დაგშვენდი, ესეც ჩემო მე მაპატიე
.


თოვლით დაიფარა ირგვლივ ყოველივე,
თოვლივით გაცივდი შენც…
მე კი მზე მინდოდა,სხივებს დავეძებდი,
ცოტა სითბოს ვთხოვდი ღმერთს..
ირგვლივ სიბნელეა,ცივი სამყაროა,
არსად აღარ ჩანხარ დღეს ,
თოვლს დაუფარავს შენი ნაკვალევი
ვეღარ გპოულობდა მზეც..
თვალზე ჩამომცვივდა მონატრების ცრემლი,
ადნობს მოყინულ გზებს..
ისევ ცრემლის კვალით თუკი გიპოვნიდი
აღარ ვინატრებდი მზეს…
წვიმას ვნატრულობდი თოვლის დასადნობად
აი გაწვიმდა დღეს.
მაგრამ არა,არა..ვაი,მეკარგები…
წვიმას გაჰყევი შენც?


18.12.2011

დღეს თუ არ გახსოვარ,

დღეს თუ არ გჭირდები,

ცრემლებად ჩამოვალ ღრუბელთა კალთიდან,

გაშალე ხელები, შეკარი პეშვი და

შეიგრძენ ლამაზი ფიქრების სურნელი.

ცხოვრება უძირო გრძნობების ომია,

დღეს ეიფორია,

ხვალ_მწარე ფიასკო,

შენ როცა წაგება დარდებად მოგივა,

მიუგდე ყური და ნიავი გიამბობს;

უბრალო ქარი და ფოთლები კი არა,

ეს ჩემი სუნთქვაა საშველად მოსულა,

ტკბილია ოცნება და ზოგჯერ სიზმარი,

ცხადში კი ფერები თუმცაღა მუქია,

არასდროს იფიქრო: უიღბლო რატომ ვარ?!

გიჟია ის, ვისაც ცხოვრება უქია,

გინახავს? საზარლად დბურულ ღამეში,

ოდნავი ნათებაც კაშკაშა შუქია.

ჩამქრალმა თვალებმა, რატომღაც იმრავლა,

სევდა და წუხილი დღეს უფრო მეტია,

შენ ალბათ გინახავს უმწეო გლახაკი

და სასომიხდილი მდიდარიც გინახავს.

ცხოვრების კანონებს ვერაფრით ვერ შეცვლი,

თავად ვართ ბედის და იღბალის დამწერნი,

თვალს რომ გადაავლებ ადვილად მიხვდები,

საიდან მოხვედი და საით წახვედი.

ჰოდა, თუ გახსოვარ,

ჰოდა, თუ გჭირდები,

მე ხვალ მზედ ამოვალ…


როცა სიტყვებს უბრუნდებათ ძალა,

როცა თვალებს აცეცებ და მალავ ,

როცა გული ხელის გულებს ათბობს,

მაშინ უკვე..სიყვარული გათობს.

როცა ხვდები, რომ აღარ ხარ ერთი,

როცა უფრო ახლოს მოდის ღმერთი,

როცა გული წამებს ორეჯერ ასწრებს,

მაშინ უკვე, სუნთქვით გითბობ ღაწვებს.


ამერიკელმა მკვლევრებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?“ – ამ მცირე შეკითხვა–კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება:

4 წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.“

4 წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.“

4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.“

6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა,ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა,მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.“

6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ…


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes