[usernames]'s blogs

dadu222
35, Batumi, Georgia



ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.

არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა



მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება...
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება...
ის სიიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა ...
და ისიც თითიქოოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა ..

არ მემეტები მაგრამ რა ვქნნა არც შენ დამინდე ,
არცერთი სიტყვა სიიყვარულის მე არ გამინდე.
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი..
შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.

მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოთ მხატვარს
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს ......
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი ,
რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი...

სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა..
ბევრი? მინდოდა ალბათ..
ბევრი?.....
რაც არ მერგება ,რაც არ მეკუთვნის ის ხოომ მაინც არ შემერგება...

შენ არ გამტყუნებ...
ყველაფერი ჩემი ბრალია ...
რომ არ გიყვარდი ჩემთვის…


მაპატიე გუშინდელი ყურადღება

გუშინდელი სიყვარულიც მაპატიე,

ის გვირილა მაპატიე რომ მოვწყვიტე,

მაპატიე მთელი გულით მაპატიე.


იასამნის სურნელი და ბედისწერაც,

მაპატიე გაზაფხულზე რომ დაიწყო,

ახლა შორს ვარ სიყვარული გავაცილე,

მაპატიე … მიყვარხარო არ დამიწყო.


ის თვალებიც მაპატიე … ჩამქრალია,

სიყვარული გამომგლიჯა სიამაყემ,

ალბათ სადმე ჩემს შვილებთან გაგიხსენებ,

აი ასე რომ მიყვარდი ვიამაყებ.


მაპატიე ის წვიმაც და ღამის ცეკვაც,

მთვარის შუქზე ჩემი ლექსიც მაპატიე,

ეკლესიის კიბეებთან დადებული,

ფიცი რო ვთქვი… აი ისიც მაპატიე.


მივდივარ და გულით მიმაქვს ერთგულება,

დავაძალებ გრძნობის ფიქრებს ალბათ სხვამდე,

მაპატიე… ეს ღიმილიც მაპატიე,

მაპატიე რომ მიყვარდი ტირილამდე.



წამოდი! წავიდეთ! მოდი და უსიტყვოდ მაჩუქე ფიქრები... გავცვალოთ გულები, დარდებს რომ ინახავს შენ რჩები წარსულში, ჩემი არ იქნები... მე, ისევ მე ვარ და მე ისევ, მიყვახარ... გაუშვი, იფრინოს საკუთარ ნებაზე... ფიქრებმა გააძღოს მშიერი სხეული... საკუთარ როლებთან დავრჩებით სცენაზე... სულებად, დარდებად, ოცნებად ქცეული... მაჩუქე, უსაზღვრო ფიქრი და გონება... შენამდე სავალი, გავლიო ლოცვაში... მე მაინც, შენს გამო დავთმობდი ცხოვრებას... ყველაფერს გავცვლიდი, ერთადერთ კოცნაში... მაკოცე, უსიტყვოდ მომეცი იმედი... რომ შევძლო ტკივილის, წარსულში შენახვა... მე მაინც შევცვლიდი, წერტილებს მძიმეთი... რომ შენი ღიმილი, ხელახლა მენახა... მასწავლე, რა ვუყო უშენოდ ამ დარდებს... ან ფიქრებს რა ვუყო, წლები რომ ვინახავ... მე შენთვის ვლოცულობ და ახლაც მადარდებ... მე…


მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სიგიჟე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ


სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლი ერთია,
სიყვარულისთვის შეწირული ცრემლიც წრფელია..
სიყვარულისთვის ბევრი გახდა შესაცოდარი
და დღეს ბევრისთვის დაილია შესანდობარიც...
სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლი ბევრია,
მაგრამ სიკვდილი დამერწმუნეთ დიდი მსხვერპლია...
სიყვარულისთვის ბევრი სჩადის უამრავ ცოდვას,
მაგრამ ვერავინ ვეღარ უძლებს წაგებულ ბრძოლას!..
სიყვარულისთვის დასაწყისი მხოლოდ ერთია...
სიყვარული...ხომ...
სიყვარული...თავად...ღმერთია!


roca simgerit cavlen stumrebi
da tan cahkvebat korcilis boli
dedoplis gvirgvins moixdis nebit
da shentan mxolod darcheba coli.
roca iknebi dzalian avad
da camals dalev titebis trtolvit,
kvela mnaxveli mova da cava,
shens gverdit mxolod darcheba coli.
ros dagglis ucxo kaltan nisia
da shin shemoxval bolos da bolos
mashin mixvdebi kvela sxvisia
sheni ki mxolod eg sheni coli.
shvilebi cavlen tavisi gzebit
da megobrebic,amtani kovlis,
da tkvens dzvel saxlshi bolos darchebit
martoden shen da eg sheni coli.
rom damtavrdeba shentvis koveli
da karshi gava koveli goli…


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes