[usernames]'s blogs

elsi
39, Tbilisi, Georgia

02.03.2017

,,როგორც არ უნდა მოინდომო, მაინც ძნელია,

დარჩე ზუსტად იმდენი, კონკრეტულ საგნებს ეყო.

ზამთრის მოკლე დღეც ვერ ვიცხოვრე ისე,

მხოლოდ საქმის ვყოფილიყავი.

ყოველ ჯერზე ძველი მაისურივით იწელება ფიქრი,

იქ გაშიშვლებს, სადაც გრცხვენია

და იმას ფარავს, რაც არავის აინტერესებს.

ეს ღრუბელი თვითმფრინავის ზოლზე,

როგორც თოკებზე გაწოლილი თეთრი კატა,

ეს მდინარე – ისეთი მდორე, ხანდახან წყალი აღმა მიდის

და ათასი სხვა სისულელე,

ერთ ღიმილსაც კი ვერ ეყო,

ისე იკარგება, როგორც სითბო უკარო სახლში,

სადაც ყველა, ვინც დიდები ვართ,

ვინც, ჩუტყვავილა, წითურა და სიყვარული გადავიტანეთ,

ყინვაში ვდგავართ

და ადგილზე ვხტივართ გადასარჩენად."

თეა თოფურია


თურმე სიზმარშიც შეიძლება თვალის გახელა,

ეს პაწაწინა ოთახია სადაც გპოულობ,
სადაც არასდროს არაფერი ჩვენ არ გვაღელვებს,
მაგრამ გვჩვევია გაღვიძება არადროული

და კვლავ სიფხიზლე, კვლავ გვირაბი, სიბნელე, ორმო...
მე, შევცქეროდი შენს თხელ ხელებს ცისკენ აშვერილს,
იცი, დღეს, ჩემში - სიყვარულის დარღვეულ ჰორმონს,
წამლად არცერთი პოეტი და ლექსი არ შველის.

წვიმას ყურს ვუგდებ, როგორც უწინ შენს ხმას და სიცილს,
თითქმის აღარ ვწერ, აღარ ვფიქრობ, არ ვსვამ, არ მძინავს,
მხოლოდ ის მინდა, შენით სავსე, ჯადოსნურ შპრიცით,
ჩემს ორგანიზმში შეიყვანონ სევდის ვაქცინა,

რომ ეს სიკვდილი ჩამომწუროს მორიგმა ხვალემ,
რომ ტკივილის ზღვა აღარასდროს აღარ აღელდეს,
რომ სიზმრის ნაცვლად - სევდიან და ამომშრალ თვალებს,
ყოველი დილით, ერთ საწოლში ერთად ვახელდეთ.

როი


მინდოდა მეთქვა, რომ ჰაერი განა გვამძიმებს, უბრალოდ მჭიდროდ გვეხუტება, ასე სჩვევია, რომ ტკივილებიც ბავშვებს ჰგვანან, ტირიან მაშინ, როცა გარშემო არავინაა მათი სურვილების გამზიარებელი, რომ სხვაგან წასვლას, აქ დარჩენა ყოველთვის არ სჯობს და რომ სიტყვები, სანაპიროზე, მზისგან გახურებული კენჭებივით, ტანს რომ გიწვავენ, მხოლოდ ცდილობენ გაათბონ შენი სველი ზურგი და რა ქნან მათაც, ასე მოსდით, გადამეტებით, განა განზრახ, განა არ სწუხან.. მინდოდა მეთქვა, მირაჟია წვიმის წვეთები, ხან თოთო ბავშვის თითებივით რომ გეფერება, მზისგან დასიცხულ, გახუნებულ ხორბლისფერ კანზე, ხან კი გისერავს სახეს ისე, როგორც პარსვისას, ბლაგვპირიანი სამართებელი.. მირაჟია ყველა მდინარე და რა თქმა უნდა, მათ ტალღებში, დამცინავად არეკლილი უფიქრო მზერა, შხეფებშეხსნილი ამაყად რომ…


თუ ჩვენი დაბადება არავის უნდოდა,

გარდა შვილებისა, გარდა ჩვენი საკუთარი შვილებისა,
რომლებიც მდინარეებივით მოედინებოდნენ ჩვენი მეხსიერების
მომავლის ხეივნებში,
მაშინ, როცა ამ ხეივნების ქვეშ,
მორყეული მოაჯირების ქვეყანაში
ნაქურდალი სიყვარულებით გულში
ვისხედით ჩვენ,
ჩვენ, ვინც უკვე დავბრუნდით საკუთარი გამოცდილებებიდან
და მარტოობებიდან
და სიყვარულებიდან
და ვერაფრით ვისწავლეთ,
ლოცვა-დარიგებებით არ ამოგვევსო მათი ცხოვრება,
მათი, ვინც მარადიული მოწყენილობისთვის გავიმეტეთ
და არც კი გვიფიქრია, რომ მოწყენილი ადამიანების ცხოვრება
ხშირად სინამდვილიდან გაქცევას გავს,
სინამდვილიდან, რომელიც ჩვენვე მოვიგონეთ,
რადგან ზოგჯერ ერთი ღამე იმსიმძიმე იყო
ჭიანჭველებივით პურის ერთ ნამცეცს მთელი მარტოობა ვეზიდებოდით
საჩვენო ყოფიერების მონაცვლეობისაკენ
და ამ მარტოობით ვავსებდით სიცარიელის ორმოს,
სადაც ერთი პური იმდენი იყო
მთელი კაცობრიობის შიმშილი მის ერთ ნაჭერზე ეტეოდა
და ისეთი ხმელი, -
უსახლო ქალაქების სინანული ვერაფრით ალბობდა.

ჰოდა, ჩვენც ყბაჩაცვენილი მოლოდინები
ნაკლულთვალიანი მონატრებები
ცხრაგულა მზეები
მორყეული მოაჯირების ქვეყანაში უხმოდ ვიდექით და
ხმელ…


ბეწვეული ინდუსტრია იყენებს ყველანაირი სახის რეკლამას, და ადამიანები სიამოვნებით იყენებენ ბეწვეულს. მაგრამ როგორ მიიღება ეს პროდუქცია? სიკვდილის ქარხნები ზრუნავენ იმაზე, რომ ხარჯი რაც შეიძლება მცირე იყოს, შესაბამისად ეს აისახება მკვლელობის მეთოდებზე: გამოიყენება მკვლელობის ძალიან სასტიკი ფორმები, მიზანი არის ის, რომ ბეწვი ნაკლებად დაზიანდეს, ხოლო რა ტკივილს და წამებას განიცდიან ცხოველები, ეს რა თქმა უნდა არავის ანაღვლებს. ცხოველებს კლავენ დენის გამოყენებით, დახრჩობით, გაჭყლეტვით, გაზით და ა.შ. ყოველწლიურად აზიის ქვეყნებში, უმეტესწილად ჩინეთში წამებით კლავენ დაახლოებით 2 მილიონ ძაღლს და კატას. ამ საქონლის მთავარი მომხმარებლები კი არიან აშშ და რუსეთი. ცხოველთა ჩინური ქარხნები არის ნამდვილი ჯოჯოხეთი ცხოველებისთვის. აქ ცხოველები ზიან ძალიან პატარა საკნებში,…


შენ მოლოდინი გაქვს.
ყველა მხრიდან,
შენ რაღაცას ელი.
მოლოდინი გაქვს სიყვარულის,
და ისეთი ბედნიერების,
რომელიც არ ქრება.
მოლოდინი გაქვს საკუთარი
დეპრესიის აორთქლების,
და მზიანი დღის.
შენ ელოდები საყვარელ ადამიანს,
მაშინ როცა გზები,
მდინარეებმა წალეკა,
შენ ელოდები,
ზამთარს,
როცა სულ რაღაც სამი თვის წინ ნატრობდი ზაფხულს.
შენ გააზრებულად აფრენ
და დიაგნოზს ეს სიტყვები გისვამენ.
არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება მოლოდინი,
რადგან შენ ერთგული ხარ ამ ყველაფრის,
და შენი ძეგლი სხვა რომანტიკოსებს დაუდგეს.
შენ მოლოდინის სამკუთხედში დგახარ,
და ამოცანის პასუხს ვერასდროს გამოთვლი,
რადგან არასდროს გქონია სიყვარულის ფორმულა.
შენი გული დაავადდა მოლოდინისგან,
და ფეხები როგორც ეკლესიის თაფლის სანთლები,
ისევე დნება.
აქ კი,
ხანდისხან გამოჩნდებიან,
ისინი ვინც გიმსუბუქებენ ყოფას,
და მათი ფეხები დიდხანს ვერ რჩება შენს ჯოჯოხეთში,
ისინი არ არიან შენი მოლოდინის გადამრჩენელები,
ისინი მიდიან საკუთარი თავის გადასარჩენად,
შენ კი ისევ მოლოდინი გაქვს,
არაფრის და ყველაფრის მოლოდინი.
___________
შონ…


არაფერი შეცვლილა ჩემს ქალაქში, არც ჩემი ადგილსამყოფელი, არც ჩემი ოთახი, მეც ისევ ის ვარ, უხეში და ზარმაცი. ისევ ისე დამაქვს თავის ტკივილები. არაფერი შეცვლილა ჩემს ჩანთაში, გარდა ფულისა, ახლა საკუთარი მაქვს. გამოვიმუშავებ იმის ნახევარს, რასაც ვშრომობ და ვხარჯავ იმაზე მეტს, ვიდრე მაქვს. ბორხესი ისევ გადაუშლელი დევს ჩანთაში, ჩემს ძველ პარფიუმერისთან ერთად. მაცვია ისევ ის ჯინსი, რომელიც მეცვა სამი წლის წინ. და როგორც ადრე ვცდილობ გავექცე ოთახს, რომელსაც ფილტვები უსკდება. შეიცვალა ჩემი ნაბიჯის სიმძიმე, ფეხის ზომა იგივე მაქვს. და შეიცვალა ჩემი თვალები, უფრო ვიწრო გახდა და დათაფლული. არაფერი შეიცვალა ჩემს ქალაქში გარდა ხალხისა, ისინი უფრო ამაყად დადიან, რადგან შენობები შეაკეთეს. არაფერი…


მუხლებმა დაიჭრიალეს და ამობურცეს მატყლის საბანი, ლოგინში შემომიცოცეს დილის სინათლე. მთვარის მტვერი გადმოვფერთხე და სათითაოდ გადმოვაწყვე ფეხები საწოლიდან. ხელი დავისვი დამხმარ წვივებზე. სიცოცხლეს თითქმის ვეღარ გრძნობდნენ,უკვე რამდენი ათასი ღამე გამოათრიეს გათენებამდე. ჩატეხილი ფანჯრის კუთხეში აბლაბუდაში გაბმულივით ფართხალებს ცა, და სანამ ბოლომდე გავფხიზლდებოდი, მისკენ გველივით გამიწვრილდა ყელიდან ამოცოცებული პირველი სიტყვა, ნაკბილარებთან რომ წავიტეხე, პირველი სიტყვა- ჩემი წყევლა: ცეცხლმოდებული ძილის ბუდიდან გამოყოლილი კაცის სახელი. სახელი, როგორც წყლული და ჯადო, სახელი, როგორც ჩემი ნიშანი. აღარ ვიცი, სად შევინახო. ვიტენი თვალის ნაოჭებში, უძილო ძილში, თივის ზვინებში, ჩემი ბებერი ძროხის თვალებში, წინდის ქსოვისას ჩხირებზე ვმარცვლავ, მერე მეზობლის ბალღებს ვაცმევ, რომ წაიღონ და დააბნიონ თამაშ-თამაშით.. თოვლით…


...დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ საქართველოში, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა და კაზანტიპის ჩატარებას აპირებდნენ ანაკლიაში.
ინანა უფალმა, რომ შექმნა საერთოდ ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.
თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ანაკლიას და მთელ საქართველოს.
მხოლოდ ლევან ვასაძეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
უთხრა ღმერთმა ვასაძეს: გაიკეთე კიდობანი (უკან არა).
ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელიც კაზანტიპზე შესვლას მოისურვებს.
აიყვანე მასში მხოლოდ სამღვდელოების წარმომადგენლები, მორწმუნე ბიზნესმენები, თითო წყვილი მორწმუნეები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან და თითოც იმათგან, ვინც კაზანტიპზე არ შეუშვეს და შემდეგ…


როგორ არავის ებრალებით გაზაფხულისთვის, როგორ ადვილად გიმეტებენ გაზაფხულისთვის. მარტო ფოთოლცვენისას თანაგიგრძნობენ, რადგან ადვილია შიშველი ცრემლის დანახვა და მოფერება. გაზაფხულზე კი აღტაცებით ტაშს უკრავენ, რისთვისაც გუშინ ღრმა სამძიმარს გეუბნებოდნენ. ვეღარ გამჩნევენ არანაკლებ მძიმე ტკივილებს, მხოლოდ სხვაგვარად – ფოთლებად და ყვავილებად ამოკვნესებულს. ვერ მიმხვდარან, ჯალათივით რომ დაგდგომიათ მწვალებელი აპრილი თავზე და ფესვებიდან გივლით კანკალი ყოველი კვირტის ამოტეხვისას. როგორ ადვილად გიმეტებენ გაზაფხულისთვის... არ იციან, რომ შემოდგომის ბანგი გერჩიათ, შემოდგომის დიდი სიმშვიდე. თორემ ფხიზლებს უფრო მეტად დაგეზარებათ, რამდენი ყვავი ცას შეახეთქებს ძველისძველ ბოღმას, რამდენი ქარი აიშლის ნერვებს თქვენი შტოების თავში სახლელად. ...სიცოცხლე ჰქვია, მაგრამ მაინც ტვირთია ჟამი – გამწვანებიდან – ფოთოლცვენამდე. მარტო ფოთოლცვენისას თანაგიგრძნობენ...…


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes