ათეიზმი
36, Tbilisi, Georgia

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათეიზმის სიმბოლო, რომელიც ათეიზმს მეცნიერებათა შუაგულში ათავსებს
პლატონის აპოლოგიაში, სოკრატეს (სურათზე) მელეთოსმა ღმერთების ურწმუნობა დასწამა.

ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.

ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს).

განსაზღვრებანი [რედაქტირება]

მატერიალისტური ათეიზმი არ ცნობს ზებუნებრივ მოვლენებს და მათ ამსახველ ნაწერებსა თუ მონათხრობს, ამბებს მათ შესახებ უნდობლობას უცხადებს და უგულებელჰყოფს, შესაბამისად, იგი უარყოფს ნებისმიერი ღვთაებისა თუ ღმერთის არსებობას. ათეისტური შეხედულება რაციონალიზმს ეყრდნობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეული ათეისტის განათლებასა და კულტურიდან გამომდინარე ათეიზმის განსხვავებული ფორმები არსებობს. აუცილებელია ათეიზმის გამიჯვნა აგნოსტიციზმისაგან, რამეთუ ეს უკანასკნელი არ უარყოფს ზებუნებრივის არსებობას, აგნოსტიციზმის თანახმად, მისი შეცნობა უბრალოდ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს.

ათეიზმის მკაფიო განსაზღვრება დაბრკოლებულია იმის გამო, რომ ზოგჯერ იგი ერთდროულად აღნიშნავს რწმენის არქონასა და სარწმუნოების გააზრებულ და რეალურ უარყოფას. ამ ხარვეზის შესავსებად მრავალნაირი განსაზღვრება იქნება მოწოდებული, რომელთა უმრავლესობაც ათეიზმს განსაზღვრავს როგორც ამა თუ იმ ღვთაების რწმენის არქონას.

გარდა ამისა, ღვთაებრიობის მრავალგვარ განსაზღვრებას ერთგვარი განუსაზღვრელობა შემოაქვს ათეიზმის ცნებაში. ათეიზმის მიერ უკუგდებული მოვლენები შეიძლება იწყებოდეს ღმერთის გაპიროვნებული გამოსახულების (როგორც მაგალითად ქრისტიანობაში) უარყოფიდან ყოველგვარი სულიერი, ზებუნებრივი და ტრანსცენდენტალური რეალობის (მაგ. ბუდიზმსა და ინდუიზმში) უარყოფამდე.

9 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes