ჩამეხუტე ისე ძლიერ
32, Tbilisi, Georgia

ჩამეხუტე..ისე ძლიერ

ჩამეხუტე
მკერდებს-შორის სიყვარულმა
გაიაროს
მე თუ ზოგჯერ უნებურად
გაგებუტე
შენ ეცადე შემირიგდე!
გამახარო!

ამარიდე! მონატრებას
ამარიდე!
შენი ნახვა გულს ჭირდება ვით
მალამო
არ მინდა რომ გამუდმებით
დგეებს ვთვლიდე
და უშენოდ ეს ცხოვრება
გავატარო!
მომაშორე! ეს ცრემლები
მომაშორე!
გამაღიმე! რომ სიცოცხლეს
შეგადარო
ამაფრინე! ღრუბლებს ზევით
ამაფრინე!
და მაჩვენე რომ ჩვენია ეს
სამყარო

65 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes