გააგრძელე საქარტველოს ისტორია...
35, Tbilisi, Georgia

ამ ციხის რამდენი მცველი აუჩეხავს ბუზივით გარს შემოხვეულ მტერს, იმ კედელთან, რომელზეც ახლა შენ შენს სახელს ჩხაპნი დანით, რამდენ მამას მოკვდომია შვილი თვალწინ, ანდაც პირიქით- რამდენ შვილს მამა. დააკვირდი იმ ადგილს სადაც ახლა დგახარ, კარგად დააკვირდი, რამდენიმე წამით არ მოაშორო თვალი ერთ რომელიმე წერტილს, ხედავ მეწამულ ფერებს?? დახუჭე თვალები. წამით გააცოცხლე ცნობიერებაში ის მცველი, ის მამა, ის შვილი, ამას თუ მოახერხებ ხმასაც გაიგონებ: ყიჟინის, ღრიალის, გოდების, გამარჯვების, დამარცხების, აღტაცების, ვაჟკაცობის, სიმხდალის, ხმალზე ხმლის ცემის ს ი კ ვ დ ი ლ ი ს ხმას .. სუნიც გეცემა - დამწვრის, სისხლის, ადამიანის ხორცის სუნი ! გადაიხედე ქონგურებს მიღმა, იწვის ქალაქი, ბოლი ასდის მეიდანს, ორთაჭალას, ავლაბარს... სადღაც იქით გეგულება შენი დედა , შენი შვილი, შენი ცოლი ან შენი საცოლე .ნუთუ აქ უნდა დამთავრდეს ყველაფერი? ,ნუთუ უნდა შერჩეს გადამთიელს შენი რწმენის, ტაძრის, სიწმინდის შეურაცხყოფა? ნუთუ ვეღარასოდეს ჩაეხუტები მკერდში დედას, ნუთუ ვეღარასოდეს მოეფერები შენს ნაშიერს, ნუთუ ვეღარასოდეს იგრძნობ მკლავებში შენი საცოლის სინაზეს, ვეღარ დატკბები მისი სურნელითა და გულისცემით?! თუ ასეა მაშ რაღა აზრი აქვს სიცოცხლეს? რაღა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე? სამშობლო სხვას რას ქვია?

სასწაულ ძალას გრძნობ მკლავში, განახლებული ენერგიით აგრძელებ ბრძოლას, მარჯვნივ და მარცხნივ კაფავ მტერს. "ქრისტე და საქართველო!"

შემართება აღარ ეტყობა მომხდურს, ქონგურებიდან ალაყაფისაკენ ინაცვლებს ბრძოლა, "ქრისტე და საქართველო", ახლა უკვე მტკვის სანაპიროებზე გრძელდება ხმალთაცემა, მომხდური გარბის, მტკვარი წითლდება...

წამით სიწყნარე ისადგურებს, სამარისებური სიჩუმე, ნიავი გიწვავს ნაიარევს სახეზე, მაჯით იწმენდ ოფლს შუბლიდან, ისევ სიჩუმე...

ზარის ხმა ისმის ნარიყალიდან... კიდევ ერთი გამარჯვება! მაგრამ რის ფასად? რამდენს აღარ ჰყავს შვილი! რამდენს აღარ ჰყავს მამა! რამდენს - სატრფო! რამდენს-ძმა!!!..

აიფარე ყურზე ხელი, ანდა მოახტი ცხენს და გაქუსლე სადმე შორს, თორემ სისხლს გაგიყინავს დედების, ცოლების, საცოლეების გოდება, უმამოდ და უმარჩენალოდ დარჩენილი ბავშვების მოთქმა და უმხედრო ბედაურების ჭიხვინი.თუმცა გაქცევა არ შეიძლება.ბრძოლა კი მორჩა მაგრამ ახლა იარებს უნდა მოშუშება, მალამოდ უნდა დაედო შენი მოძმის, შენი თანამებრძოლის შენი ქალაქის ყველა იარას. ...

ყველა ჭრილობა ჯერ კიდევ არ იქნება მოშუშებული, რომ ეს ყველაფერი თავიდან დაიწყება...


...

მაგრამ რად გინდა ?! შენ ხომ შენს სახელს ჩხაპნი დანით ქონგურზე?! . გადაიღე მორიგი სურათი "ფეისბუქისთვის" და ჩადი იქ საიდანაც ამოხვედი :(((

39 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes