nu damtoveb marto
31, Tbilisi, Georgia

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს... დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს... გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის, გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს... ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი, ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს... ...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე... ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში... თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს.

78 skatījumu
 
komentāri
serr525 25.11.2014

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში... თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს.

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes