რას იტყვიან მეზობლები....
35, Batumi, Georgia




ის მარცხნიდან მარჯვნივ წავა,

ამ ხიდს არა, იმ ხიდს გავა,

თუ არ ძალუძს მთაზე ასვლა,

შეუძლებელს შესძლებს…. ავა!

იცით რატომ ?…. მას ხომ ფიქრი,

ეფერება უფერულად,

მუდამ ცდილობს ხალხის თვალში,

არ გამოჩნდეს უხერხულად…

ის ცოლს ირთავს… მედიდურად

ხალხისაგან ატეხილი,

მას ვინც უყვარს ის არ მოჰყავს

სახელი აქვს გატეხილი…

ის ყიდულობს ახალ ჯინსებს,

ალბათ ნასესხები ფულით,

ძველით გარეთ არ გამოდის

რადგან არის უხერხული....

ის არ იცმევს მოკლე კაბებს,

რადგან საქმე არის რთულად,

ხალხი თვალს გამოაყოლებს,

თავს კი იგრძნობს უხერხულად…

ის თუ არ არს ბედნიერი

და თუ ქმრისგან ხელიც ხვდება,

ოჯახს მაინც არ დაანგრევს

უხერხულად გამოჩნდება…

ის ივენთზე მაინც წავა,

ეს ხომ არის მისი ჰობი

და სხვის კაბებს დაიწუნებს

თავად ნათხოვარი კაბით მყოფი….

ძველ ტელეფონს არ კადრულობს,

ასეთ რამეს ვერ მოითმენს

და სულ ბოლო მოდელისთვის,

ის საჭმელსაც კი მოიკლებს.

ძვირიანი მანქანიდან,

ის ტრაბახობს... ისე, მისთვის,

შორს ვერ მიდის ... ბაკს ვერ ავსებს,

ფული არ აქვს ბენზინისთვის..

მთავარია უხერხულად,

მათ არ იგრძნონ თავი ხალხში,

ყველაფერს გააკეთებენ

რომ ამაღლდნენ ხალხის თვალში…

მე კი ხალხის აზრს პატივს ვცემ

მაგრამ ჩემი…. მთავარია,

და სხვის გამო ცხოვრებასთან..

არ მოვახდენ ავარიას !

არ დავუშვებ ვინმეს აზრმა,

შემიცვალოს აზრი მიზნის,

მომიტევეთ მაგრამ არ ვცნობ…

ვინ სად, როდის, რა აზრს ისვრის…

უხერხული ? … მაშინ არის

როცა სხვის აზრს ელოდები….

სადაც მუდამ მთავარია

რას იტყვიან….. მეზობლები ?!

48 skatījumu
 
komentāri
xameleon 07.03.2014

როცა სხვის აზრს ელოდები….
სადაც მუდამ მთავარია
რას იტყვიან….. მეზობლები ?!
egaa yvelaze sashinelebaaa... sxvisi azri rogaimarjvbes....

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes