მთავარია "მესიანიზმის სენი" არ შეეყაროს.
32, Tbilisi, Georgia

მთავარია "მესიანიზმის სენი" არ შეეყაროს.
პოსტკომუნისტურ საზოგადოებას ფსიკიკის ავტორიტარულ-კონფორმისტული წყობა ახასიათებს (იხილეთ: ფრომის "გაქცევა თავისუფლებისაგან"). ამგვარ საზოგადოებას ესაჭიროება კერპი ან იდეა. ერთიც და მეორეც არის გზა, რომლის საშუალებითაც ისინი (ამგვარი საზოგადოების წევრები) "ითქვიფებიან" კერპის ირგვლივ დარაზმულ მასებში და მასის განცდებით, აღქმებით, აზროვნებით იწყებენ ცხოვრებას...ამას ქვია გაქცევა თავისუფლებისაგან.
აი რატომ უჩოქებდნენ და ხელზე ჰკოცნიდნენ საქართველოს პრეზიდენტებს, ისტერიულად გაჰკიოდნენ მათ სახელებს, ხდებოდნენ "ვიღაცისტები" და ა.შ.
პრეზიდენტებიც ხიბლში ვარდებოდნენ და "მესიანიზმის სენით" ავადდებოდნენ.
ნებისმიერ მომავალ პრეზიდენტს დიდი გამოცდის გავლა მოუწევს და არავიტარი გარანტია არ არის რომ მასაც იგივე სენი შეეყრება.
ვინ იცის იქნებ სწორედ ამიტომ უმჯობესია საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს.
 

4 skatījumu
 
komentāri
kroll 16.08.2009

martalia

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes