sityvis Tavisufleba
32, Tbilisi, Georgia

რენე დეკარტი, თავის "მეტაფიზიკურ განაზრებებში" ასეთ კითხვას სვამს (პერიფრაზს ვაკეთებ): არის თუ არა რეალობა ის, რასაც მე ჩემი გრძნობის ორგანოებით ვიღებ? ხომ არ მატყუებენ ისინი? და მაგალითც მოჰყავს - აი ვზივარ ბუხართან ჩემს სავარძელში და ვგრძნობ სითბოს...უცებ აღმოჩნდა რომ ეს რეალობა კი არა, სიზმარი იყო. მე თურმე ლოგინში ვიწექი და სიზმარს ვხედავდი. არადა რა ცხადი და ნათელი განცდა იყო ბუხრის, სითბოსი და ა.შ. მაშ სრული უფლება მაქვს დავსვა კითხვა: ჭეშმარიტებაა ის რასაც განვიცდი და აღვიქვამ თუ ილუზია? ხომ არ მატყუებენ ჩემი გრძნობები...
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ მე ეჭვი შემაქვს იმაში, არის თუ არა დღეს საქართველოში "სიტყვა".
რაც შეეხება თავისუფლებას, ვფიქრობ პერესტროიკის შემედგომი ქართული საზოგადოება თავისუფლებისაგან გაქცევის კლასიკური ნიმუშია.
თავისუფლების დადგომას ჩვენში მინიმუმ ერთი თაობის ცვლა სჭირდება.
მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები უდაბნოში და ამ ვოიაჯის ერთ-ერთი მიზანი სწორად თაობის ცვლა იყო. აღთქმულ მიწაზე ახალი გენერაცია შევიდა. თვით მოსე იქ არ შესულა. ერთგვარი სიმბოლიზმია.
თავისუფლებაც იქნება, თავისუფალი სიტყვაც, სამოქალაქო საზოგადოებაც და დემოკრატიაც... ეს უბრალოდ გარდაუვალია. უბრალოდ დროის ამბავია - ეგაა, რომ გვეჩქარება.
 

5 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes