[usernames]'s blogs

kaxelikaci
30, Tbilisi, Georgia

04.03.2014

დედაზე ტკბილი და საყვარელი,

ხომ არც არსებობს, არც არსებულა.

დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,

არც ითქმება და არც ადრე თქმულა.

დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის

სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც

და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,

სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.

დედა,ეს არის ისეთი ძალა,

კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,

მას ყველაფერი დაეჯერება

მშობელი დედა რომ დაიფიცოს.

”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”

ასე ამბობენ,ასე მღერიან,

ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,

დედას სიკვდილი არ უწერია.


ხშირად მინახავს თვალზე ცრემლები
ბრმად რომ გითხარი მძიმე სიტყვები,
თვალცრემლიანი ნაზი თვალები
და ისევ დედის თბილი სიტყვები...

მე ჩემს ნათქვამზე თვითონ ვბრაზობდი
გულის სიღრმეში გრძნობებს ვმალავდი,
გულს ლოდად მიქცევს წარსულზე ფიქრი
დედის ფასს, გვიან რომ მივხვდი...

ეხლა წარსულით გადის დღეები
სიზმრად რომ გნახო ღმერთს ვევედრები,
სანთლებს დავანთებ საფლავის ქვაზე
და აღრც ტირილს მოვერიდები...

დარდს ვეღარ იტევს მძიმე ფიქრები
შენს მოგონებას გავუფრთხილდები,
წარსულს ვერ შეცვლის ჩემი სიტყვები
სულ მეყვარები ამას გპირდები...


მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა
ჭიქა მოვიყუდო შენი ნაპირალი,
ისე მენატრება შენი მოფერება
ცრემლად მამჩნევია ყველა ნაფიქრალი

სული მეცოდება გული მანუგეშებს,
ტუჩებს ვიწვალებ და მხრებმა არ იციან,
თვალებს ვერ ვატყუებ შენ რომ ვერ გხედავენ,
თითქოს დაბრმავდნენო ისე განიცდიან

ხელებს რა მოვუყვე დილით რომ გეძებენ
ყელთან თბილი სუნთქვა რატომ შემაჩვიე,
გუშინ ჩავიარე შენი სახლის წინ და...
ფიქრში გახვეულმა ვერც კი შემამჩნიე

არა ვერ მიხვდები, ამას ვერ გაიგებ...
სიტყვით ვერ აგიხსნი გული სხვა რამეა,
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა,
მოდი გაგახედო ნახე რა ღამეა...


ნეტა რას იტყვი,
სამუდამოდ შენზე, რომ ვწერო,
დროის გადაღმა, ავაშენოთ პატარა სახლი.
არ მემეტები არავისთვის,
ამიტომ გჩემობ,
შენც ამიჩემე და ხანდახან ამ სახლში დარჩი.

ნეტა რას იტყვი?-
-ჩემ წილ, ღიმილს
სევდაში გიცვლი,
მე შენში უფრო გამახარებს,
ჩემი დანახვა
და შეიძლება ყველაფერი
შევძლო ზეგისთვის,
მაგრამ ვერ შევძლებ
ავიტანო შენი დაკარგვა.

ნეტა რას იტყვი?-
-შეგიყვარებ ყველას მაგივრად,
თუ აცივდება,
სხეულითვე
სხეულს გაგითბობ.
ბოლო ხანებში მარტოობა,
რაღაც გაჭირდა,
თუ დაგავიწყდი
მერე რა და ისევ გაგიცნობ.
ნეტა რას იზამ,
რომ მოვიდე,
უბრალოდ დავრჩე
და რომც გაბრაზდე
არ გამაგდო დაგითვლი
სუნთქვას.
-სიყვარული,რომ არ არსებობს
ამ ქვეყანაზე
თურმე ეგეთი სისულელეც
ვიღაცას უთქვამს.

- ხოდა მიყვარხარ,
სიყვარულად,რომ აღარ ითქმის,
ხოდა მიყვარხარ,
ხოდა ესეც შენი ბრალია,
დროის გადაღმა ავაშენოთ პატარა სახლი,
სადაც საათებს უსაათოდ,
კოცნით დათვლიან.


ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა…

გაზაფხულია!


27.02.2014

albat es dgec male mova...albat dros waigebs qari,,,,

me shen vegarasdros gnaxav...radgan me viqnebi mkvdari..
vici bevrs daswydeba guli......vici ver gamigebs yvela......
da chems sasaplaos kartan......shenc gamomacileb mjera.....
vici rom viqnebi marto.....grubeli wamova muqi..
gulze dameyreba miwaa.....vegar chamoaxwevs shuqi...
me male movkvdebi vici.cxovreba damitvlis wamebs.
gagaxsendebi da albat.cremli dagisvelebs tvalebs.
saplavtan iqneba glova.saplavtan iqneba qari.
saplavtan iqnebi shen da me saplavshi vwevar mkvdari.
gaivlis ramdenime weli.vici damiviwyebs yvela
,es xom ase xdeba mudam.warsulshi davrchebi mjera.
guli damwydeba mashin,roca sikvdilis win gnaxav.
chven rom davshordebit bolos.chemi cxovrebidan waxval.
xoda ase aris axla.rad minda momavali vxato.
vici me saplavshi erti.viqnebi sul sul martod......


მე შენ გაჩუქებ მთელს ფოთოლცვენას,
გამიგონია არ კლავსო ნატვრა
დღეს ოლიმპოდან გააგდეს ზევსი,
გულჯავრიანი ნიმფებთან დათვრა...
მე შენ სამყარო გაჩუქე გუშინ,
და მარტოობას ცლიდი კათხებად,
თუკი გინახავს ირმების გუნდი
როგორ შეკრთება, როგორ დაფრთხება,
ისე დამფრთხალი გქონდა თვალები,
როცა სამყაროს უვლიდი გუშინ
მე კი ღმერთების მოტყუებისთვის
ვიხრაკებოდი ზეთში და კუპრში,
წამი შეჩერდა ძალიან დიდხანს,
ქვიშის საათი დაჰკარგა ღამემ...
ზევსი უღირსი და გულმრისხანე
ცლიდა და ცლიდა სამსალის ჯამებს..!
მე შენ სამყარო გაჩუქე გუშინ,
გრიგალში შლიდი კულულებს თმისას,
აღარსად აღარ ყვაოდა ნუში,
უკაცური გზა ითხოვდა მისას..
ამ გზას გაუყვა ოცნება ჩემი
გამოფიტული ქრობით და ღვენთით,
მე შენ გაჩუქებ მთელს ფოთოლცვენას
ალბათ არ მჯიწყენს ოლიმპოს ღმერთი...!


მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი),
არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება… კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო… “ამინ”
კაცობრიობა დაამწყვდიეს… კარი დახურეს…
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს… ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს – ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი)
გიორგი არაბული


იცი, იმ ღამეს ძალიან თოვდა

როცა სიცივე დაგმეს ბგერებმა.
მაშინ ჩემს სულში დარდები მოკვდა
და შევიგრძენი შენი ფერება.

იცი, იმ თოვლში, ქარში და ბუქში
ყინვას ვაბარე ჩემი ფიქრები.
რადგან, ვიცოდი, რომ იმ საღამოს
შენ ისევ ჩემთან, ახლოს იქნები.

ამ უდარობის შემყურე ქარი
თეთრი ფანტელით ნელნელა კრთოდა.
მე კი შენზე სიმღერით მთვრალი
მთელი მსოფლიოს მოვლა მინდოდა!

მაგრამ, არ ჩანდი. არც იყო დარი.
მე მხოლოდ მესმოდა სიცივის კვნესა.
იცი, ძვირფასო, გამიღე კარი,,,
და მიანათე სულს იმედობა


20.10.2013

იცი, ახლა რა მინდა? თოვლი მინდა მათოვდეს… რომ, ხელახლა გაგიცნო ,და… შენი კოცნა მათბობდეს… თოვდეს მინდა ფერები… ახლა, იცი რა მინდა? უცებ, დაგივიწყო და კვლავ, გაგიცნო თავიდან… მინდა, წლებს შემატოვო კიდევ, იცი, რა მინდა? დღე, წარსულში დავტოვო… და ვიცხოვრო, ხვალიდან… მინდა, გულს მინათებდეს მზე და… მერე გაწვიმდეს… ისე შეგიყვარო რომ… ვერ ვხვდებოდე, რა მჭირდეს… ახლა, იცი, რა მინდა? სულ პატარა ცა მინდა… თოვლშიც, ქარშიც, წვიმაშიც… მომეფეროს ამინდმა… ვიცი, ახლა ვოცნებობ… მზე კი, სადღაც ჩავიდა… მინდა, სულ მადარდებდე… და სხვაგვარად, არ მინდა... იცი, ახლა რა მინდა? მე, პატარა ცა მინდა… მთელი ღამე მკოცნიდე და… დღეს, მჩუქნიდე თავიდან


← iepriekšējā 1 2 3 4 5 6 nākamā
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes