მოდი ახლოს და გაკოცებ, ცოტა მოიჩოჩე და ჩაგეხუტები,დავიჯერო არ გინდა? დავიჯერო შენი ღიმილი, შენი თვალები რასაც მეუბნებოდნენ ტყუილი იყო?აბა ცოტა ხნით თვალები დახუჭე... იგრძენი რამე? არა? აბა კიდე დახუჭე... ვერც ახლა იგრძენი? ვერა? ასეთი უგრძნობი რატომ ხარ? ალბათ ცივი გულიც გაქვს... არადა გაკოცე, შევეხე შენს ტუჩებს, შენს ნაზ თითებს, მაგრამ ამაოდ... გახსოვს როცა გამიცანი როგორ გიხაროდა, თვალები გიბრწყინავდა ისე ნაზად და ლამაზად იღიმებოდი შემრცხვა ... თვალებში ვეღარ გიყურებდი არადა როგორ მინდოდა კიდევ ბევრჯერ მენახა შენი ლამაზი გახარებული თვალები, გრძელი წამწამები... მაგრამ ვეღარ გავბედე... გახსოვს? როგორ გინდოდა შენთან ახლოს ვყოფილიყავი ისე, რომ ჩემი სუნთქვა გეგრძნო, ჩემი გულის ფეთქვა... გახსოვს? ხელი რომ ჩამკიდე, გინდოდა ჩემს თითებს მოფერებოდი მაგრამ გამოგაცალე... არ გიკარებდი ახლოს...
აი, ახლა კი ვნანობ.... ძალიან ვნანობ... მაგრამ აზრი აღარ აქვს. ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალია, მე გაგირბოდი სულ, უფრო სწორად ჩემი სხეული გაგირბოდა, თუმცა გულს სხვაგვარად სურდა... ჩემს გულს ყველაფერი საპირისპიროდ სურდა, ჩემს გულს სწყუროდი მაგრამ ჩემმა სხეულმა შეუშალა ხელი, რომ დაგწაფებოდა და წყურვილი მოეკლა...
ვიცი- ძალიან გვიანია, ვიცი-ჩემი ბრალია, ვიცი-ახლა სხვა გიყვარს, ვიცი-გაწყენინე, ვიცი-არ მაპატიებ, ვიცი, ვიცი ეს ყველაფერი ვიცი... ვნანობ, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლი...
დააფასეთ ადამიანები, რომ მერე აღარ ინანოთ.. გული არ ატკინოთ, თორემ მერე თქვენც გეტკინებათ... სანამ დროა, თორემ დრო წამში გაირბენს და აღარაფერი დაგრჩებათ ტკბილად მოსაგონარი....
დააფასეთ ადამიანები, რომ მერე აღარ ინანოთ.. გული არ ატკინოთ,
amis wakitxvaze martla amtkivda guli ehh :-(
simartle gitxra es me davcere carmovidgine es yvelaferi magram sinamdvileshi egeti ram cxovrebashi ar gamomicdia da gmertma arc ganmacdevinos es yvelaferi ........
chven tu gvapaseben....:/
am shemtxvevashi orive mxarem unda gaitvaliscinos saertod adamiani rom daafasos meore adamianma da sqes ar aqvs mnishvneloba qet ubralod ase mecerineboda :)))))))))))))))))
magaria