მიყვარხარ!
ვიცი, რომ ეს სიტყვა ბევრის მთქმელია,
მაგრამ მე შემიძლია,
ჩუმი მზერით გაგრძნობინო
სიყვარული უფრო მეტად,
ვიდრე ამას ნებისმიერი სიტყვა გააკეთებს.
როცა ზამთარში, თოვლის ფიფქი
ხელზე გადნებოდა, არ უნდა დაგეფერთხა,
რადგან მასაც უყვარდი...
თუკი შემოდგომაზე ფოთოლს ნახავ,
შენს ფეხებთან უმწეოდ ხმება,
არ დააბიჯო, ნუ გათელავ,
იქნებ უყვარხარ...
და როცა ზაფხულში,
ციდან გამოქცეული მზის სხივი
თვალებში შემოგანათებს,
ნუ აიფარებ ხელებს...
რა იცი, იქნებ შეუყვარდე...
ზოგჯერ უთქმელი გრძნობა
გაცილებით ძლიერია, ვიდრე გამხელილი,
მაგრამ მე მაინც გეტყვი, რომ
იმ ფიფქივით,
ფოთოლივით და სხივივით,
(ან იქნებ მეტადაც)
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!
:)
ai exla ukve kargad ceria da kargia
xoo, viciiii
:)
ღამის ფერი თვალები გაქვს მშვენიერო
სიკვდილამდე შეგიყვარებ აბა რა
შენ გიმღერი ლექსიც შენ მსურს დაგიწერო
ჩემი გულის სიამაყე თამარა
შენ გულისად რამდენ რაყიფს დავხოცავდი
დაგტოვებდი ჩემი გულის ამარა
მე რად მინდა სხვა ხატი და სალოცავი
შენ ხარ ჩემი სალოცავი თამარა
შენ ხარ ჩემი სალოცავი თამარა
სიყვარულით დამეხილი თამარა
ტრფობის ფასი გამოვცადოტ თამარა
ვნების ალში გავეხვიოთ თამარა
:)