ნაზამთრალს მინდოდა მქონოდა ქორწილი,
გვირილა მინდოდა კაბაზე დამეკრა,
სიმორცხვე დაჩვეულს მინდოდა ღიმილი,
ხანჯლების ხიდისქვეშ გამევლო მაყრებთან.
უფალსაც მინდოდა გაეგო სათქმელი,
მხევალი გენდობი ბოლომდე ამ ქვეყნად,
ნუშების თოვაში გაფანტულ სიკეთეს
შენს მხრებზე ვალაგებ ლექსებად,საგზლებად.
ნაზამთრალს მინდოდა მქონოდა ქორწილი
და თუნდაც ქოხმახი ღამეთა სათევად,
მზისგულზე მინდოდა დამედნო სიმორცხვე
და მიგყოლოდი სამოთხის კარებთან.
mec momwona magram avtori ar maxsovs